“ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი ვაჟა კოკაია: “ჩვენ საზოგადოებას ვაწვდით ინფორმაციას ახალი კანონპროექტის შესახებ, ქვეყანას ვაახლოებთ ევროპასთან, ხოლო “ნაციონალური მოძრაობის” მართული არასამთავრობოები პოსტერებზე გვიკრავენ ლგბტ საზოგადოების მხარდამჭერ პოსტერებს”

103

“რა განსხვავებაა ჩვენსა და მათ შორის? – ჩვენ საზოგადოებას ვაწვდით ინფორმაციას ახალი კანონპროექტის შესახებ, ქვეყანას ვაახლოებთ ევროპასთან და ევროპულ ღირებულებებთან, ხოლო “ნაციონალური მოძრაობის” მართული არასამთავრობოები საინფორმაციო პოსტერებზე გვიკრავენ ლგბტ+ საზოგადოების მხარდამჭერ პოსტერებს”, – წერს სოციალურ ქსელში “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი ვაჟა კოკაია.

„ეს მართლა ქვეყნის მტრები ქართველ საზოგადოებას ეუბნებიან, რომ ევროპა არის ლგბტ+ საზოგადოება, რითაც კიდევ უფრო აზიზღებენ ქართველ საზოგადოებას ევროპასა და რეალურ ევროპულ ღირებულებებს!
ევროპული ღირებულება არის გამჭვირვალობა და არა ლგბტ+ პროპაგანდა!” – წერს ვაჟა კოკაია.