ანრი ოხანაშვილი: „საინტერესოა, რამდენად ჯდება დემოკრატიულ სტანდარტში, როდესაც ისმის მოწოდება – „მე ვისროლე მოლოტოვის კოქტეილი“ კონკრეტული ორგანიზაციების სახელით”, მაშინ, როდესაც ამ ორგანიზაციების დონორები არიან “NED-ი” და “EED-ი”

119

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა, „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვისას, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერ დეპუტატებს მიმართა.

„პატივცემულო ოპოზიციონერო დეპუტატებო, თქვენთვის ცნობილია, რომ არსებობს ასეთი მოძრაობა – „სირცხვილია“; არსებობს მოძრაობა „დროა“ და „სირცხვილიას“ ეკუთვნის ფრაზა: „მე ვისროლე “მოლოტოვის კოქტეილი“. თქვენს რიგებში არის ხალხი, რომლებიც წარმოადგენდნენ კონკრეტულ ძალოვან უწყებებს და საინტერესოა, ეს რამდენად ჯდება დემოკრატიულ სტანდარტში, როდესაც ხდება მოწოდება, წახალისება, რომ – „მე ვისროლე მოლოტოვის კოქტეილი“ კონკრეტული ორგანიზაციების სახელით”, მაშინ, როდესაც ამ ორგანიზაციებს ვებგვერდზე განთავსებული აქვთ, რომ მათი დონორები არიან “NED-ი“, “EED-ი”, “სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“, „ჰელსინკის ფონდი“, და აი, ამ ფინანსების შესახებ (რაც არ უდევთ ამ ორგანიზაციებს) უნდა იცოდეს თუ არა ჩვენმა საზოგადოებამ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.