დავით ქართველიშვილი: „ტერორისტების მფარველი ზურაბიშვილი თავისი მორიგი ზონდერის ხელით მოსაკლავად იმეტებს ქართველ პოლიციელს“

135

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„ტერორისტების მფარველი ზურაბიშვილი თავისი მორიგი ზონდერის ხელით მოსაკლავად იმეტებს ქართველ პოლიციელს და მიმართავს შარლ მიშელს თხოვნით – მოიწვიოს ევროსაბჭოს სხდომა თავისი კრიმინალური ქმედებების “გასაპრავებლად” და საქართველოს ერთი იმპერიის ხელში მიტოვებული მენშევიკების საქმის ბოლომდე მიყვანის – მისი ახალ კოლონიად გადაქცევის მიზნით”, – წერს დავით ქართველიშვილი.

ცნობისთვის: სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელს ევროპის საბჭოს სხდომაზე საქართველოში შექმნილი ვითარების რიგგარეშე განხილვისკენ მოუწოდა.