მაკა ბოჭორიშვილი: „საქართველო უნდა იყოს შემდგარი სახელმწიფო იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი. დიახ, ევროკავშირი არის ჩემი არჩევანი და ამისთვის მინდა ძლიერი ქართული სახელმწიფო“

115

„რუსეთი არის ოკუპანტი, რომელსაც ჩემი ქვეყნის 20% აქვს მიტაცებული! საქართველო არის ევროპული სახელმწიფო და მისი ადგილი არის ევროპის ქვეყნების კავშირში! რუსეთის ბრძოლა საქართველოში იყო და იქნება მიმართული სწორედ სახელმწიფოს წინააღმდეგ!“ – წერს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაკა ბოჭორიშვილი.

„დღეს საქართველოში არიან ძალები, რომლებიც რუსულ საქმეს აკეთებენ:
ებრძვიან სახელმწიფოს!
ებრძვიან თავისუფალ აზრსა და სიტყვას!
ძალადობენ საზოგადოებაზე, მედიაზე!
არ უნდათ არჩევნები!
მიზანი ერთი აქვთ – ნებისმიერ ფასად მოხვდნენ ხელისუფლებაში, რათა აკეთონ ანტიქართული საქმე.
რუსული არის ყველაფერი, რაც საქართველოს სახელმწიფოსა და მისი სუვერენიტეტის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გამოიყენება და ნუ გახდებით ინსტრუმენტი მათ ხელში, ვინც დღეს ებრძვის მთავარს – ქართულ სახელმწიფოს!
საქართველო უნდა იყოს შემდგარი სახელმწიფო იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი!
დიახ, ევროკავშირი არის ჩემი არჩევანი და ამისთვის მინდა ძლიერი ქართული სახელმწიფო!“ – წერს მაკა ბოჭორიშვილი “ფეისბუკის” გვერდზე.