ანალიტიკოსი გია აბაშიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას აფასებს, რომელმაც ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა, ყველანაირი ამბიცია გვერდზე გადადონ და არჩევნებზე საერთო სიით გავიდნენ.
“რისი დამტკიცებაც საჯაროდ გვინდოდა – ურეიტინგო “პარტიუგების” ე.წ. ლიდერებს მოუწევთ “ნაცების” სიაში გაფორმება, სხვაგვარად უფრო დაიკარგებიან.
ე.წ. ალიანსები და ე.წ. საერთო პლატფორმები ბლეფია. პროპორციულ არჩევნებში (ბარიერი 5%) ინდივიდუალურად მონაწილეობენ მხოლოდ პარტიები, ბლოკები არ შეიძლება.
ჰოდა, “აზრის გიგანტებო”, ამბიციები დაიოკეთ და, გიორგი (“ჭიჭე”) ვაშაძის მსგავსად, ჩაეწერეთ #5-ში, ავაზაკ კეზერაშვილთან და “ერუდიტ” ხაბეიშვილთან”, – წერს აბაშიძე „ფეისბუკის“ გვერდზე.


