ლუკა ეხვაია: „ორშაბათს, 29 აპრილს, პარლამენტის წინ ვიკრიბებით ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, ჩვენი ღირსებისა და ღირებულებების დასაცავად, მშვიდობისა და სუვერენიტეტისთვის. ეს ქვეყანა ჩვენია და ზღაპრის ბოლო ბახმუტი არ იქნება“

205

“დრო მოვიდა, ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა პოლიტიკურ ველზე გამოჩნდეს, ხმა აღიმაღლოს და თავისი პოლიტიკური ნება მკაფიოდ დააფიქსიროს“, – ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ლუკა ეხვაია “ქართული ოცნების” მიერ საქართველოს პარლამენტის წინ 29 აპრილს გასამართ საყოველთაო-სახალხო შეკრებას.

“ორშაბათს, 29 აპრილს, პარლამენტის წინ ვიკრიბებით ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, ჩვენი ღირსებისა და ღირებულებების დასაცავად, მშვიდობისა და სუვერენიტეტისთვის.
ეს ქვეყანა ჩვენია და ზღაპრის ბოლო ბახმუტი არ იქნება”, – წერს ლუკა ეხვაია „ფეისბუკის“ გვერდზე.