გურამ მაჭარაშვილი: „ახლა ბრძოლა მიდის იმაზეც, საკუთარ ქვეყანაში პარლამენტმა კანონი უნდა მიიღოს, თუ მხოლოდ სხვა ადამიანების ტანის მგრძნობელობასა და ყურში მოსმენილ ჰარმონიებზე უნდა იყოს დამოკიდებული“

80

„ყოვლად დაუშვებლად, უღირსად ხდება საქართველოს სახელმწიფოში ჩარევა – თუ რომელი კანონი უნდა მიიღოს და რომელი – არა. სუვერენიტეტის პირდაპირი შეზღუდვაა, წაუკითხავი კანონი გააპროტესტებინონ“, – განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე კომენტირებისას.

„ახლა ბრძოლა მიდის არა მხოლოდ იმაზე, არასამთავრობო სექტორის თანხები გამჭვირვალე იქნება თუ არა, არამედ იმაზეც, საკუთარ ქვეყანაში პარლამენტმა კანონი უნდა მიიღოს, თუ მხოლოდ სხვა ადამიანების ტანის მგრძნობელობასა და ყურში მოსმენილ ჰარმონიებზე უნდა იყოს დამოკიდებული“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.