რატი იონათამიშვილი: “ევროპარლამენტმა რეზოლუციით მოითხოვა სააკაშვილის გათავისუფლება, ივანიშვილის სანქცირება, გამჭვირვალობის კანონისა და ოჯახური ღირებულებების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების გაწვევა. ამ ინსტიტუტის რეზოლუციებს არავითარი ძალა რომ არ აქვს, ევროპული სასამართლოდანაც კარგად ვიცით!”

113

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა.

“ამბავი უნდა მოყვე, შეფასებაც არ სჭირდება – ევროპარლამენტმა რეზოლუციით მოითხოვა:
1. სააკაშვილის გათავისუფლება;
2. ივანიშვილის სანქცირება;
3. გამჭვირვალობის კანონის გაწვევა;
4. ოჯახური ღირებულებების შესახებ საკონსტიტიციო ცვლილებების გაწვევა.
ავტორებმა, პროექტის ინიცირებისას, აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ მოიხსენიეს…
ამ ინსტიტუტის რეზოლუციებს რომ არავითარი ძალა არ აქვს და ვერაფერს ცვლის, ევროპული სასამართლოდანაც კარგად ვიცით!
ევროპის სირცხვილია დღევანდელი ევროპარლამენტი!” – წერს იონათამიშვილი “ფეისბუკის” გვერდზე.