დავით ქართველიშვილი: “ვინც 28-ში პროტესტის ნიშნად “დააიგნორებს” „რუსულ ბზობას”, ყველანი რესპუბლიკის მოედანზე, რომელსაც “ნაცებიც” კი აღარ მოიხსენიებენ „ვარდების რევოლუციის მოედნად!”

154

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში არასამთავრობო სექტორის მოწოდებას ეხმაურება. საუბარია არასამთავრობოების მოწოდებაზე, მოსახლეობა 28 აპრილს, [მათი შეფასებით] “რუსული კანონის” გასაპროტესტებლად, რესპუბლიკის მოედანზე გამოვიდეს.

„ვინც 28-ში პროტესტის ნიშნად “დააიგნორებს” „რუსულ ბზობას”, ხოლო საღამოს 18 საათიდან “დაიკიდებს” „ტოტენჰემ”-„არსენალისა” და „ნოტინგემ”-„მანსიტის” ყურებას – ყველანი რესპუბლიკის მოედანზე, რომელსაც “ნაცებიც” კი აღარ მოიხსენიებენ „ვარდების რევოლუციის მოედნად”! მათ ადგილას კი ვიტყოდი, – „ანდროპოვის ყურებთან” ვიკრიბებით-მეთქი“, –  წერს დავით ქართველიშვილი.