საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას მიერ აუტიზმის შეურაცხმყოფელ კონტექსტში გამოყენებას გამოეხმაურა.
„მისი მხრიდან ასეთი უტიფარი, გაუაზრებელი ან შეგნებული და გააზრებული განცხადებები, ბინძური ლექსიკა არახალია ჩვენთვის.
შეგახსენებთ, როდესაც ის პოლიტიკაში მობრუნებამდე იყო ერთ-ერთი ტელევიზიის დამფუძნებელი, წამყვანი და ამინდის შემქმნელი, ყველას კარგად გვახსოვს, თუნდაც, მისი და მისი კოლეგებისა და პარტნიორების პერფორმანსები, ბილწსიტყვაობა, გინება პირდაპირ ეთერში.
როდესაც დისკრიმინაციულ და ამორალურ გამონათქვამებს ვისმენთ მისგან, ნამდვილად არახალია ეს ჩვენი საზოგადოებისთვის. თავი დავანებოთ მის პოლიტიკურ აქტივობასა და დღევანდელ ე.წ. სტატუსს. ყველამ კარგად ვიცით მისი წარსული. ალბათ, სწორედ მისი წარსულის გამოძახილია მისი მხრიდან თითოეული ბინძური, არასწორი, არაეთიკური, შეურაცხმყოფელი განცხადება“, – განაცხადა კირცხალიამ.


