“ეს ე.წ. პოლიტიკური თამაშები დიდი ხანია, წაგებული აქვთ ქართველ ხალხთანაც, ეკლესიასთანაც”, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა „ქრონიკასთან“.
„ნაცმოძრაობა“ და მორალი, „ნაცმოძრაობა“ და ეკლესია, ქრისტიანობა, ღმერთი ერთმანეთისგან ასიმეტრიულად განსხვავებული ცნებებია. მათ ეს ყველაფერი და, კერძოდ, ქალბატონ ბოკუჩავას წარმოუდგენია პოლიტიკური დღის წესრიგის ქულებისთვის დაწერის ნაწილად. ეს ე.წ. პოლიტიკური თამაშები დიდი ხანია, წაგებული აქვთ ქართველ ხალხთანაც, ეკლესიასთანაც“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.
თინა ბოკუჩავას თქმით, ოპოზიციაში ერთობლივი გზავნილის პრობლემა არსებობს და ოპოზიცია არ ცდილობს, საზოგადოებას აჩვენოს, რომ არ არიან „უღმერთოები და ურწმუნოები“.


