წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და მარტვილის ტერიტორიაზე ახალი დაცული ტერიტორია – „ეგრისის ეროვნული პარკი“ შეიქმნება.
შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. პროექტით, დაცული ტერიტორიის სტატუსი, ჯამში, 37 074 ჰექტარ ფართობს მიენიჭება.
კანონის ძალაში შესვლა 2027 წლისთვის იგეგმება.


