“ეს, უპირველეს ყოვლისა, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების სამსჯელოა. რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, გასაგებია მშობლების წუხილი და სურვილი, რომ გამონახულ იქნას მკურნალობის გზები. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, რომ მთავარი პრინციპი, რითაც იწყება საექიმო ფიცი არის „არ ავნო”. ისე არ უნდა ჩაერიოს ექიმი, რომ უარესი შედეგი გამოიწვიოს”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დიუშენის სინდრომის სამკურნალო პრეპარატის უკუჩვენებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.
„რა თქმა უნდა, ეს ვრცელდება საქართველოს სახელმწიფოზეც. ასე უყურებს სახელმწიფო ამ ყველაფერს, – რომ აქ მნიშვნელოვანი არის პროფესიული ხედვა, ექიმების და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისა და მსოფლიო გამოცდილების გათვალისწინებით.
მთავარი პრინციპი, რითაც ხელმძღვანელობს სახელმწიფო სამედიცინო ჯანდაცვის სფეროში, არის „არ ავნო“. ისე უნდა მივუდგეთ ყველა საკითხს, რომ უარესი არ იყოს შედეგი. ვიცით, რომ გარკვეული პრობლემები სხვადასხვა მედიკამენტს აქვს, ასე რომ, აუცილებელია, ყველა რისკი გააცნობიეროს ყველამ, უპირველეს ყოვლისა – მშობლებმა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


