საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია მადრიდში ოფიციალურ ვიზიტს მართავს.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, ევროინტეგრაციისა და გარემოს დაცვის კომიტეტების თავმჯდომარეები უკვე შეხვდნენ ესპანეთის პარლამენტის სხვადასხვა კომიტეტის ხელმძღვანელებს. მათ შორის, გამართეს მოლაპარაკებები სენატისა და დეპუტატთა კონგრესის ერთობლივი კომისიების ხელმძღვანელებთან. მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო კავშირების გაძლიერება და გამოცდილების გაზიარება იყო.
“ძალიან საინტერესო დისკუსია გვქონდა. ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია იმ უსაფრთხოების გარემოს შესახებ, რომელიც საქართველოში და ჩვენს რეგიონშია. ვისაუბრეთ ოკუპაციის შედეგებზე, ვისაუბრეთ ომებზე, რომელიც ჩვენს რეგიონშია, ასევე, საქართველოს როლზე. შუა დერეფნის მნიშვნელობაზე. რა თქმა უნდა, საუბარი გქონდა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, მათ შორის, იმ პრობლემატიკაზე, რომელიც არსებობს ჩვენ ურთიერთობაში. მივაწოდეთ ჩვენი ხედვა, თუ როგორ შეიძლება, ამ რთული სიტუაციიდან გამოვიდეთ. შევთანხმდით იმაზე, რომ დღევანდელი ვითარება არც ევროკავშირისთვის და არც საქართველოსთვის ხელსაყრელი არ არის და, აქედან გამომდინარე, დიალოგის რეჟიმში უნდა გადავიდეს ეს ურთიერთობები“, – განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ.


