„როგორც ყოფილმა პატიმარმა და უმაღლესი საბჭოს წევრმა, რომელიც, წლების განმავლობაში, პენიტენციურ დაწესებულებებში ბევრ პატიმარს შევხვდი, არაერთი სმს და კომენტარი მივიღე სოცქსელში მსჯავრდებულ გ.დ.- სთან დაკავშირებით.
მოკლედ მოგახსენებთ:
პირველი – როცა დახურული, მაღალი რისკის დაწესებულებიდან გასული წლის ვიდეოჩანაწერი არსებობს, ეს მაღალი სტანდარტია, რომელიც, შესაძლოა, ევროპულ დემოკრატიებშიც ვერ იპოვოთ”, – წერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე.
“მეორე – როცა მსჯავრდებული დეესკალაციის საკანში გადაჰყავთ, წინააღმდეგობის რისკის ალბათობის გამო, გადაყვანა ერთი ან ორი თანამშრომლით არ ხორციელდება.
მესამე – კადრების დათვალიერების ნაწილში, ვიზიარებ სახალხო დამცველის პირველად პოზიციას.
როგორც ადგილობრივს, ვიცნობ კონკრეტული პატიმრის ოჯახს და პატივს ვცემ. პატიმრებს ვუსურვებ ჯანმრთელობასა და თავისუფლებას”, – წერს ცოტნე ანანიძე.


