“ხაზარაძის მარიონეტების მხრიდან სხვისთვის „მოღალატის“ იარლიყის მიწებება, მინიმუმ, ამორალურია. ზოგადად, მსგავსი ტიპის და შინაარსის პოსტები, უფრო მეტად, გამხმოვანებელს აზიანებს და არა ადრესატს”, – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე ტელეკომპანია „TV პირველის“ შესახებ.
„ნარატივი, თითქოს კობახიძე მოღალატეა, საქართველოში არ მუშაობს და არ იმუშავებს. საზოგადოებას კარგად შეუძლია, ერთმანეთისგან გაარჩიოს ემოციური პროპაგანდა და რეალობა. საზოგადოება “TV პირველის” დღის წესრიგით არ ცხოვრობს და ის საკუთარ შეფასებებს ფაქტებზე დაყრდნობით აყალიბებს.
რაც შეეხება პრემიერის მიერ ფასებთან დაკავშირებულ განცხადებებს, ისინი ასახავს რეალობას და ეფუძნება ობიექტურ ეკონომიკურ ფაქტორებს.
პრობლემა ის არის, რომ ზოგიერთი მედია, მათ შორის „TV პირველის“ წარმომადგენლები, ხშირ შემთხვევაში, ფაქტებზე წინ აღქმასა და სიცრუეს აყენებენ, რაც აზიანებს როგორც ქვეყნის, ისე საზოგადოების ინტერესს“, – წერს ჩიხელიძე.


