თენგიზ შარმანაშვილი: „კაია კალასის ნარატივებით ჩვენს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტს ვერ ავაწყობთ. ვურჩევდი, გაეცნოს აშშ-ის პოზიციას, როგორი არასწორი მიმართულებით ვითარდება ევრობიუროკრატია“

9

„კაია კალასს ვურჩევდი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციას გაეცნოს, როგორი არასწორი მიმართულებით ვითარდება ევრობიუროკრატია და ევროკავშირი. ამას მიაქციონ ყურადღება“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა.

შარმანაშვილმა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის მიერ საქართველოს შესახებ დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.

„ეკონომიკური პარამეტრებიდან დაწყებული, პოლიტიკური სიტუაციებით დასრულებული, ევროპაში ყველაფერი უკან-უკან მიდის.
იქნებ, თავიანთ თავში მოძებნონ, რა ხდება მათ თავს. ჩვენ ისევ ვეუბნებით, რომ კაია კალასის ნარატივებით ჩვენს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტს ვერ ავაწყობთ. უნდათ საუბარი? მზად ვართ. უნდათ ჩვენი ბრძანებლობა? ამისთვის მზად არ ვართ“, – განაცხადა თენგიზ შარამანაშვილმა.