ანალიტიკოსი გია აბაშიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის შეხვედრას, რომელიც, კიევის ინიციატივით, ერევანში გაიმართა, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„კიევის ინიციატივით, ერევანში გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის შეხვედრა.
ჯერ უკრაინამ დაიწყო; შემდეგ იქნება ბრიუსელი სახის შენარჩუნების მცდელობაში, რომ როგორმე აღდგეს მათ მიერ დაზიანებული ურთიერთობა. ოფიციალურ თბილისს არავისთან აქვს საბოდიშო – სუვერენიტეტის დაცვისა და მშვიდობიანი განვითარების გზას არავინ გადაუხვევს. კობახიძე-ზელენსკის შეხვედრაში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები მონაწილეობდნენ“, – წერს აბაშიძე.


