ნინო ფოჩხუა: „ოპოზიციის წარმომადგენლებს, ალბათ, სიზმარი ჰგონიათ. იფიქრებდნენ კი ადრე, რომ ზელენსკი ასე შეხვდებოდა ირაკლი კობახიძეს, ან პრემიერ-მინისტრი ევრობიუროკრატების ეპიცენტრში იდგებოდა? საქართველო მარტო ევროპისთვის კი არა, მთელი მსოფლიოსთვის მიმზიდველი და საჭირო ქვეყანაა“

15

„მართალია, ამ დღემდე უპრეცედენტო ზეწოლას გაუძლო ქვეყანამ, მაგრამ როცა ხარ ღირსეული და სამშობლოს საკეთილდღეოდ ყველაფერს აკეთებ, ბოლოს ასე ხდება – მოწიწებითა და თანასწორობის პრინციპით მოდიან თანამშრომლობაზე“, – ასე ეხმაურება ექსპერტი ნინო ფოჩხუა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის შეხვედრას.

“ახლა, როცა ამ ვიდეოსა და ფოტოებს ათვალიერებენ ოპოზიციის წარმომადგენლები, ალბათ, სიზმარი ჰგონიათ. იფიქრებდნენ კი ადრე, რომ ზელენსკი ასე შეხვდებოდა ირაკლი კობახიძეს, ან პრემიერ-მინისტრი ევრობიუროკრატების ეპიცენტრში იდგებოდა?

ჩვენ გავუძელით, ისინი კი ნელ-ნელა ნებდებიან. საქართველო მარტო ევროპისთვის კი არა, მთელი მსოფლიოსთვის მიმზიდველი და საჭირო ქვეყანაა, მით უმეტეს ახლა, გლობალური გამოწვევების ფონზე“, – წერს ნინო ფოჩხუა.