გია აბაშიძე: „მოღალატე, გაქცეული გიორგი გახარიას პარტია-კანტორა შევიდა იმ სფეროში “დისკუსიაშიც”, სადაც მათი ე.წ.კომპეტენტურობაც სავალალოა – ცრუ გზავნილები ფასებზე, დეზავუირდება “საქსტატის” მიერ. ტყუილად ცდილობენ ურეიტინგო პოლიტიკანები, შეეწინააღმდეგონ უტყუარ მონაცემებს“

14

„მოღალატე, გაქცეული გიორგი გახარიას პარტია-კანტორა შევიდა იმ სფეროში “დისკუსიაშიც”, სადაც მათი ე.წ.კომპეტენტურობაც სავალალოა – ცრუ გზავნილები ფასებზე, დეზავუირდება “საქსტატის” მიერ. ტყუილად ცდილობენ ურეიტინგო პოლიტიკანები შეეწინააღმდეგონ უტყუარ მონაცემებს. თვითდამცირება თუ მათი კრედოა, მათივე პრობლემაა“, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

„პარტია „საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებულ ტყუილს ადასტურებს „საქსტატის“ მონაცემები, რომლის მიხედვით, გახარიას პრემიერ-მინისტრობის დროს, 2019 წელს საშულო წლიური ინფლაცია იყო 4.9%, 2020 წელს – 5.2%, რაც იმას ნიშნავს, რომ ორ წელიწადში ფასები 10%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება 2024 წელს, საშუალო წლიური ინფლაცია 1.1% დაფიქსირდა, 2025 წელს კი – 3.87%, რაც იმის მანიშნებელია, რომ 2024-2025 წლებში ფასებმა 5%-ით მოიმატა.

სახელმწიფო სტატისტიკის მონაცემები მეტყველებს, რომ აღნიშულ წლებში ფასების ზრდა ორჯერ ნაკლებია, ვიდრე 2019-2020 წლებში – გახარიას პრემიერობისას.

ასევე, აღსანიშნავია, რომ 2019 წლის სექტებრიდან 2021 წლის მარტამდე, სურსათზე ფასები, წლიური გაანგარიშებით, ყოველთვიურად საშუალოდ 10,8 %-ით იზრდებოდა, 2024-2025 წლებში კი – 4%-ით, რაც ნიშნავს იმას, რომ გახარიას პრემიერ-მინისტრობისას სურსათი თვეში, წლიური გაანგარიშებით, საშუალოდ 2.5-ჯერ უფრო მაღალი ტემპით ძვირდებოდა, ვიდრე 2024-2025 წლებში“, – წერს აბაშიძე.