„იცით, რომ ამას [დაკავებას] რაიმე კავშირი ჟურნალისტურ პროდუქტთან არ აქვს. ვნახე პროკურატურის განცხადება, სადაც ითქვა კიდეც, რომ დაკავებულ ადამიანებში არ არის ის პირი, რომელზეც ერთ-ერთი მედიიდან ითქვა“, – განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.
ჟურნალისტმა ჰკითხა, რას უპასუხებს ოპონენტების კრიტიკას, რომ თუ აქამდე იყვნენ იდენტიფიცირებულები აქციაზე მოძალადე სამართალდამცველები, აქამდე რატომ არ დააკავეს და რატომ ელოდებოდნენ ჟურნალისტურ გამოძიებას.
„იცით, რომ ამას [დაკავებას] რაიმე კავშირი ჟურნალისტურ პროდუქტთან არ აქვს. ვნახე პროკურატურის განცხადება, სადაც ითქვა კიდეც, რომ დაკავებულ ადამიანებში არ არის ის პირი, რომელზეც ერთ-ერთი მედიიდან ითქვა. ასე რომ, ამას არანაირი კავშირი არ აქვს. პროკურატურა მუშაობდა და არაერთხელ გვითქვამს, რომ იყო პრობლემა ამოცნობის, მტკიცებულებების და საბოლოო ჯამში როდესაც პროკურატურამ ჩათვალა, რომ მყარად აქვს მტკიცებულებები, კონკრეტული პირების მიმართ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


