„პირად ურთიერთობაში როცა ვსაუბრობთ, ყველა გაკვირვებას გამოხატავს, თუ რატომ არის დღეს ასე გართულებული ურთიერთობა ევროკავშირსა და საქართველოს შორის“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მონტენეგროში ვიზიტისას.
„ჩვენ ჩვენს პერსპექტივას ვუხსნით, კერძოდ იმას, რომ სამწუხაროდ, ბრიუსელს არჩეული აქვს აგრესიული რიტორიკისა და ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევის გზა, რაც არასწორი და არაევროპულია და ეწინააღმდგება ევროკავშირის იდეას. ევროკავშირის იდეა არ არის სხვა ერებზე ბატონობა და მათი ცხოვრების წესის საკუთარ გემოზე მოწყობა; ევროკავშირის მთავარი იდეა არის თანამშრომლობა ურთიერთპატივისცემით. ასე რომ, ჩემს კოლეგებთან, ვისთანაც მაქვს კონტაქტი, ყოველთვის ეს სულისკვეთებაა. იმ კოლეგებთან, რომლებიც სხვა სულისკვეთებით მოქმედებენ, შეხვედრები შესაძლებელი არ არის ხოლმე.
ამ ფორმატში, ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეაში ვხედავთ აბსოლუტურ კეთილგანწყობას საქართველოს მიმართ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.


