„ნაცმოძრაობა“ რომ ვინმეს შეუსრულებელ დაპირებებზე დაუწყებს საუბარს, ჩემი თხოვნა იქნება, რომ ეს დოკუმენტი ააფაროთ სახეზე“, – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში და აქვეყნებს 2008-2012 წლების “ნაციონალური მოძრაობის” 50-თვიანი პროგრამის ძირითად მიმართულებებს, რომელშიც მათი დაპირებები და სამოქმედო გეგმა იყო მოყვანილი.
„არცერთი პუნქტი ამ ჩამონათვალიდან არ შეუსრულებიათ. პირველი პუნქტი ხომ საერთოდ ქართველი ხალხის დაცინვაა, – 2008 წლის დასაწყისში ხალხს ქვეყნის გაერთიანებას ჰპირდებოდნენ და რამდენიმე თვეში საქართველოს 20% ჩააბარეს რუსებს!“ – წერს ჩიხელიძე.


