მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობა“ და მათი “ენჯეოები” ჩამოყალიბდნენ, დამაწინაურეს თუ დამაქვეითეს. გუშინდლამდე სხვანაირი პიარკამპანია იყო – თითქოს, ფორმალური თანამდებობაა. დღეს დაეწყვნენ სხვა მესიჯზე და საუბრობენ გადაჭარბებულ უფლებამოსილებებზე”

10

„ნაცმოძრაობა“ და მათი “ეჯნეოები” უნდა ჩამოყალიბდნენ, დამაწინაურეს თუ დამაქვეითეს და მერე უნდა ვილაპარაკოთ. გუშინდლამდე მათი პიარკამპანია სხვანაირად იყო – თითქოს, რაღაც ფორმალური თანამდებობა იყო მხოლოდ და დღეს უკვე გადაეწყვნენ სხვა მესიჯზე, – საუბრობენ, რომ გადაჭარბებული უფლებამოსილებებია თითქოს, სადღაც, ამ კომპეტენციის ფარგლებში”, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცველი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

“უფრო სერიოზულად თუ მივუდგებით ამ საკითხს, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, არსად არის მითითებული იმის შესახებ, რომ მე, მაგალითად, უნდა ვუხელმძღვანელო პროკურატურას, როგორც ისინი ირიბად მიუთითებენ, უნდა ვუხელმძღვანელო აუდიტის სამსახურს. კოორდინაცია, კომუნიკაცია, მსგავსი ფუნქციები არ გულისხმობს ვინმეს ხელმძღვანელობას მაინცდამაინც. ეს სხვა სფეროში შესაძლებელია გამომდინარეობდეს პრემიერის უფლებამოსილებიდან და მის მიერ მინიჭებული დელეგირებული უფლებამოსილებიდან, რომ ვიცე-პრემიერმა განახორციელოს ის უფლებამოსილება მისი კომპეტენციის ფარგლებში, რაც მას გააჩნია.

გადაჭარბებულ უფლებამოსილებაზე როცა საუბრობენ, უფრო მეტი კონცენტრაცია არის პრემიერ-მინისტრის ხელში; მაშინ პრემიერის ინსტიტუტი არ უნდა არსებობდეს საერთოდ – არასერიოზულია. რამდენად არასერიოზული ფრაზებით მოგვიწია ჩვენ საწინააღმდეგო არგუმენტის წარდგენა. აქედან გამოდის ის ლოგიკა, რომ არასერიოზულია ასეთი მსჯელობა. როდესაც ცალკეული უფლებამოსილება მისი დავალებით ენიჭება მასთან ერთად განსახორციელებლად კონკრეტულ თანამდებობის პირს, ეს არ შეიძლება, არც კლასიკური, არც თეორიული და არც პრაქტიკული თვალსაზრისით იმ ლოგიკის განვითარების საფუძველს იძლეოდეს, რომელსაც ავითარებს ჰაერიდან მოტანილად ერთ-ერთი “ენჯეო” ორგანიზაცია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.