“ორივე მათგანმა აღიარა დანაშაული, ასევე, მოიხადეს ბოდიში ჩემ მიმართ”, – განაცხადა დაზარალებულმა ზვიად მაისაშვილმა, რომლის მიმართ განხორციელებულ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე დაკავებულ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილ თანამშრომლებს პატიმრობა შეეფარდათ.
მაისაშვილმა დაკავებული სპეცრაზმელების მხრიდან ბოდიშის მოხდის ფაქტი დადებით მოვლენად შეაფასა.
„მე არასდროს არ მქონია ამ ადამიანების მიმართ შური და ზიზღი, თუმცა ის ფაქტი რომ ბოდიში მოიხადეს, არის დადებითი მოვლენა“,-აღნიშნა მაისაშვილმა.
ცნობისთვის: 2024 წლის აქციების მიმდინარეობისას, ზვიად მაისაშვილის მიმართ ძალადობის ფაქტებზე დაკავებული სპეცრაზმელების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა, რომელსაც თავად დაზარალებული მაისაშვილი დაესწრო.


