„ტრადიციის მიხედვით, გამორჩევის შემდეგ პირველი კვირას, თუ დიდ დღესასწაულზე უკვე უნდა იმსახუროს კათოლიკოს-პატრიარქმა, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უახლოესი დღესასწაული გახლავთ ხვალ, წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლა და საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობის დღესასწაული. ამიტომ ინტრონიზაცია ხვალ შედგება სვეტიცხოველში. მსახურება დაიწყება დილის 10:00 საათზე. გილოცავთ და მადლობა შევწიროთ ღმერთს დღევანდელი დღისთვის“, – აღნიშნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ.
ცნობისთვბის: საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქი შიო მესამე მღვდელმთავრებმა 22 ხმით არჩიეს.


