“დააკვირდით “ნაცების” რეაქციას: როგორც ეშმაკი და უწმინდური სული ფრთხება და კარგავს ძალას ჯვრის დანახვაზე, ზუსტად ისე შეიცხადეს და ჭინკებივით ჭყვიტინი ატეხეს ახალი პატრიარქის დანახვისას”, – წერს ტელეწამყვანი ლიზა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში.
„მაშინ, როცა სრულიად საქართველო ამ მოვლენას უდიდესი პატივისცემით, იმედითა და აღმატებული სულიერი განწყობით ხვდება, ეს ხალხი ისევ საკუთარ სტიქიაშია – სხედან და შხამს ანთხევენ.
მართლა საოცარია, როგორ ახერხებენ, რომ ყველაზე ნათელ და ეროვნულად მნიშვნელოვან მომენტებშიც კი მხოლოდ ბოღმა და ზიზღი აფრქვიონ? თუმცა, გასაკვირიც აღარაფერია – სინათლე ყოველთვის აშინებს მათ, ვინც ბოროტებით ცხოვრებას არის შეჩვეული“, – წერს გეგეჭკორი.
ცნობისთვის: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს, საქართველოს ახალ, 142-ე კათოლიკოს-პატრიარქად მეუფე შიო აირჩიეს.


