გიორგი სოსიაშვილი შალვა პაპუაშვილის ღია წერილზე: „პარლამენტის თავმჯდომარის წერილი მაღალი კულტურითა და დიპლომატიური ენით არის დაწერილი – როგორც უნდა წერდეს განვითარებული ევროპული სახელმწიფოს ლიდერი. თუმცა ასეთ ტექსტს სჭირდება ობიექტური წამკითხველი, რადგან როგორც გალაკტიონი ამბობდა: „არის წიგნის წამკითხველი და არის გადამკითხველიო“. სამწუხაროდ, დღეს ისეთი ვითარებაა „გადამკითხველიც“ კი აღარ ჩანს“

14

„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წერილი არის მაღალი კულტურითა და დიპლომატიური ენით დაწერილი – ისე, როგორც უნდა წერდეს განვითარებული, ღირსეული ევროპული სახელმწიფოს ერთ-ერთი ლიდერი სხვა ქვეყნის დიპლომატს. თუმცა ასეთ წერილს სჭირდება ობიექტური წამკითხველი. როგორც გალაკტიონი ამბობდა: „არის წიგნის წამკითხველი და გადამკითხველიო“ – სამწუხაროდ, დღეს გადამკითხველიც აღარ ჩანს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილსა და საქართველოში აკრედიტებულ დასავლელ დიპლომატებს შორის დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.

„ჯერ წერილის წაკითხვის კულტურა და უნარ-ჩვევა უნდა ჰქონდეს ადამიანს, სანამ საჯაროდ შეფასებას გააკეთებს.

როდესაც ადამიანი, რომელიც ევროკავშირის ელჩად არის წოდებული, გამოდის და თავს ესხმის ქვეყანას, მის საზოგადოებას, უხეშად ერევა მის სუვერენიტეტში, ხელს აფათურებს მის საშინაო საქმეებში, უხეშად არღვევს ვენის კონვენციის პრინციპებს, არაფრად დაგიდევს დამოუკიდებელი ქვეყნის ინტერესებს და მისი განცხადებები გამუდმებით გამოირჩევა ჩვენს მიმართ გადაჭარბებული აგრესიითა და ზიზღით, ბუნებრივია, რთული ხდება მასთან რაციონალური დიალოგი.

ასეთ პირობებში ძალიან რთულია ამ ადამიანს აუხსნა, ესაუბრო, თუ რა პრინციპებზე იყო თავდაპირველად დაფუძნებული ევროკავშირი – თანასწორუფლებიანობაზე, ჰარმონიაზე, მშვიდობიან თანაცხოვრებასა და ეკონომიკურ კეთილდღეობაზე. სწორედ ამ იდეებისგან აშორებენ დღეს ევროკავშირს მსგავსი ევრობიუროკრატები და ჩინოვნიკები.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წერილი არის მაღალი კულტურითა და დიპლომატიური ენით დაწერილი — ისე, როგორც უნდა წერდეს განვითარებული, ღირსეული ევროპული სახელმწიფოს ერთ-ერთი ლიდერი სხვა ქვეყნის დიპლომატს. თუმცა ასეთ წერილს სჭირდება ობიექტური წამკითხველი. როგორც გალაკტიონი ამბობდა: „არის წიგნის წამკითხველი და გადამკითხველიო“ – სამწუხაროდ, დღეს გადამკითხველიც აღარ ჩანს.

რაც შეეხება გერმანიის ელჩს, მისი ქმედებები და განცხადებები აბსოლუტურად დაშორებულია რეალობას და გასულია დიპლომატიური ჩარჩოებიდან. იგი თავისი მოქმედებებით, გერმანიის ახალ კედელს აშენებს. გერმანია ერთხელ უკვე გათავისუფლდა დაყოფის სიმბოლოდ ქცეული გერმანიის კედლისგან, რაშიც წვლილი ქართველებსაც მიუძღვით. დღეს კი გერმანიის ელჩი ახალი ტიპის კედელს აშენებს.

ეს კედელი, რასაც ახლა გერმანიის ელჩი აშენებს, პირველ რიგში გერმანულ საზოგადოებას აშორებს ევროპული ფასეულობებისაგან, ხოლო ქართველ ხალხს ძალიან ცუდ წამროდგენას უქმნის მათზე. ამიტომ მოვუწოდებ გერმანულ საზოგადოებას, რომ რაც შეიძლება მალე შეაჩერონ ამ ადამიანის დაუსრულებელი დემარშები საქართველოს წინააღმდეგ და დროზე შეაჩერებინონ ამ ახალი გერმანიის კედლის მშენებლობა“, – განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.