სვეტიცხოვლის ტაძარში პატრიარქის ინტრონიზაცია მიმდინარეობს

11

სვეტიცხოველში საზეიმო წირვა, რომელზეც ახლად არჩეული უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ინტრონიზაცია შედგება, 10:00 საათზე დაიწყო.

ინტრონიზაციას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სახელმწიფო მინისტრი მამუკა მდინარაძე, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან.