ახალი ამბები

გიორგი გამსახურდია: “ზოგი პოლიტიკოსი რომ დამდგარა, აი ჩვენ იმდენი გადავიტანეთ და ვალს ადებენ, თავიანთი ჭკუით ბიძინას. გაუძელით კი არა, რასაც მოესწარით, ყველაფერს ბიძინა ივანიშვილის ხათრით. დანარჩენი კიდევ, სანქციები და ათასი უბედურება, პირადად ბიძინას, ჩვენი ძალოვნების და რამოდენიმე პოლიტიკოსის კისერზე გადავიდა”

“ზოგი პოლიტიკოსი რომ დამდგარა და ბაზრობს, რომ აი ჩვენ იმდენი გადავიტანეთ, ამას გავუძელით, იმას გავუძელით და ვალს ადებენ, თავიანთი ჭკუით ბიძინას. რასაც მოესწარით, ყველაფერს ბიძინა ივანიშვილის…

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი: “ხვალ დაგეგმილი საპროტესტო აქციების წინ საფრთხის დონე კვლავ მაღალია, უსაფრთხოების ძალების განლაგება გასული კვირისგან განსხვავებული იქნება”

თენგიზ შარმანაშვილი ირაკლი კუპრაძის ბრალდებაზე, რომ შარმანაშვილის პოლიტიკურმა გუნდმა ბადრი ჯაფარიძე 90-იან წლებში სამხედრო გადატრიალებით დაამხეს: “როდესაც გადატრიალება მოხდა, მთელი პარტიის უდიდესი ნაწილი ციხეში იყო, საკუთარმა პრემიერმა და გვარდიის მეთაურმა წამოიწყეს ბუნტი. ჯაფარიძემ და სხვებმა მილიონები ზვიადის დამამხობლებთან ერთად იშოვეს, ეგეც იცის, მაგრამ ტყუილი სულიერი საკვებია მაგნაირი ხალხის”

ევროპარლამენტარები იუკნევიჩიენე, მაკალისტერი და უშაკოვსი: „მოვუწოდებთ საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ მიზნობრივი სანქციები იმ პირთა მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების დარღვევებსა და საქართველოში დემოკრატიული პროცესების უკუსვლაზე – ჩვენ არ ვაღიარებთ ხელისუფლებას, რომელიც 2024 წლის ოქტომბრის ხარვეზიანი არჩევნების შედეგად ჩამოყალიბდა“

ნანა კაკაბაძე: „ფაქტია, რომ საქართველოს და უკრაინის ხელისუფლებებმა, ვერ გათვალეს აგრესორი რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ბრუტალური რეაქცია და გადაჭარბებული იმედები დაამყარეს დასავლეთის მხარდაჭერაზე, როდესაც აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნების ოპერაციებს გეგმავდნენ ან ე. წ. ღირსების რევოლუციას აწყობდნენ“

„გვარამია და მისი რაზმი ცდილობდნენ თავი დაებრენდათ „პროდასავლური პარტიებად“ – პროდასავლური პარტია იმას ნიშნავს, რომ დასავლეთში დადიან? იქნებ იმას, რომ დასავლეთიდან იღებენ მითითებებს?“ – ეკა სეფაშვილი

ედიშერ გვენეტაძე აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის ლიდერების შესაძლო სამმხრივ შეხვედრაზე: „ამით დასრულდება ის პროცესი, რომელსაც მსოფლიოს ხელახალი გადანაწილება ჰქვია. მადლობა ღმერთს, რომ გონიერება გამოვიჩინეთ და ამ პროცესში არ ჩავერთეთ. ეს ჩვენი ხელისუფლების, ქართველი ხალხისა და პირადად ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა“

ედიშერ გვენეტაძე რადიკალური პარტიების გაუქმებაზე: „ესენი არიან ყავლგასულები და აუცილებელია მათი ჩამოშორება პოლიტიკური ველიდან, ვინაიდან „ქართული ოცნების“ უმთავრესი დაპირებაც იყო, რომ პოლიტიკური არენიდან მშვიდობიანი, დემოკრატიული გზით მოაცილებდა იმ უსაშინლეს ძალას, რომელიც ანტიხალხური, ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი და ყველანაირად „ანტია“

ვატო შაქარიშვილი: “პროევროპული” პარტიები ვართო ხომ აცხადებენ, ბოლომდე ევროპული სტანდარტით უნდა მივუდგეთ და ესპანეთის გამოცდილება გამოვიყენოთ, როდესაც “ბატასუნას” აკრძალვასთან ერთად აღნიშნული პარტიის კუთვნილი ყველა ფინანსური და მატერიალური აქტივის კონფისკაცია მოხდა”