ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: „ჯობს, ახლა აღიარონ და ამით კიდევ იქნება შესაძლებლობა, დაინახოს საზოგადოებამ, რომ იაზრებენ, თუ რა სამარცხვინო საქციელს ჰქონდა 4 ოქტომბერს ადგილი, ვიდრე გაჯიუტდნენ თავიანთ დანაშაულში. ყველას მოვუწოდებ, რომ საკუთარი სამშობლოს წინაშე ჩადენილი დანაშაული მოინანიოს. სადაც იქნება სინანული, იქ იქნება შენდობის მაქსიმალური გამოვლენა“

„ეს აღიარებები გვაჩვენებს, თუ რასთან გვქონდა საქმე, როდესაც იყო გარედან ინსპირირებული ხელისუფლების დამხობის მცდელობა. როდესაც ორგანიზატორები მიდიან შეთანხმებაზე და ითხოვენ მოწყალებას, ეს, საერთო…

შალვა პაპუაშვილი: “რომელი ქვეყნიდან წერს ქაცარავა ამას? როგორც მახსოვს, ძალიან იწევდა უკრაინაში, რუსეთი უნდა დაემარცხებინა და დღეს გერმანიაშია თბილად მოწყობილი. ჭიანჭველების პწკენა ჩვენს ლომ კაცს – ლაშა ბექაურს, არ მგონია, ანაღვლებდეს”

შალვა პაპუაშვილი პაველ ჰერჩინსკის შესახებ: „ძალიან კარგი, რომ ევროკავშირის ელჩს აქვს შესაძლებლობა, იცეკვოს საქართველოში. ის, რომ მას ცეკვის შესაძლებლობა ჰქონდა, იმის დამსახურებაა, რომ საქართველოს მთავრობამ მას და მის უფროსებს არ დაუჯერა“

შალვა პაპუაშვილი: „თუ რაიმეს უწუნებს კომისარი კოსი ქრისტიანულ ღირებულებებს, გვითხრას, რას უწუნებს. რაც შეეხება ქაღალდზე კანდიდატობას, მას შეუძლია, რამდენჯერაც უნდა, ეს ყალბი, ხატოვანი გამოთქმა გამოიყენოს, მაგრამ პასუხი ერთია – ჯობს, ვიყოთ ქაღალდზე კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე ქაღალდზე სახელმწიფო

ნანა კაკაბაძე: „არსებობს ასეთი ფრანგული გამოთქმა, “ომში, როგორც ომში”, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ომის კანონები სულ სხვაა და ომში მხარეთა მოქმედებები არ უნდა შევაფასოთ მშვიდობიანი დროის კრიტერიუმებით. როგორც ჩანს, დღეს მსოფლიოს სწორედ ეს დრო დაუდგა. ყველანაირი ჰუმანიტარული სენტიმენტების, მაღალი კატეგორიების და იდეალისტური თეორიების პრაქტიკაში დამკვიდრების სტანდარტები უკანა პლანზე გადავიდა“

გურამ მაჭარაშვილი: “როდესაც ევროკავშირის ელჩი, პირდაპირი გაგებით, ტინგიცობს საზოგადოების მაგინებელი ადამიანების კონცერტზე – რა თქმა უნდა, ამას არ გაატარებს ქართული საზოგადოება”

გურამ მაჭარაშვილი: “არც ერთ ევრობიუროკრატს არ დაუგმია ის, რაც საფრანგეთში ხდება- ნურავის ჰგონია, რომ ქართული, ევროპული და ფრანგული საზოგადოება ვერ შეამჩნევს ამ ორმაგ სტანდარტს”

მარჩინ როსოლოვსკი: “სწორედ ვარშავაში და არა თბილისში იყენებს პრემიერ-მინისტრი სკოლის ტრაგედიას, რათა აიძულოს პარლამენტი მიიღოს კანონმდებლობა, რომელიც ინტერნეტ ცენზურას შემოიღებს რეალური სასამართლო ზედამხედველობის გარეშე”

მარჩინ როსოლოვსკი: “არა საქართველოში, არამედ პოლონეთში, პოლიტიკურად კონტროლირებადი პროკურატურა ადანაშაულებს პროკურორს, რომელმაც გაბედა კორუფციის ბრალდების წაყენება პრემიერ-მინისტრ ტუსკის კოლეგის წინააღმდეგ”

მარჩინ როსოლოვსკი: “სწორედ პოლონეთში და არა საქართველოში, თავისუფლად დადის მმართველი პარტიის ყოფილი აქტივისტი, რომელსაც რამდენიმე წლით პატიმრობა აქვს მისჯილი პედოფილიისთვის და გენერალური პროკურორი აფრთხილებს მედიას, არ გაბედონ მისი კრიმინალად მოხსენიება”

ლიზა გეგეჭკორი: “ევროკავშირის წარმომადგენლობამ თავის ღონისძიებაზე მაინცდამაინც „გამოუვალი მდგომარეობა“ რომ მიიწვია, ეს ხომ უბრალო მუსიკალური არჩევანი არ არის? როცა ხედავ, რომ შენი ადგილობრივი პოლიტიკური ფავორიტების საქმე წასულია, ალბათ მუსიკასაც შესაბამისს ირჩევ – მართლაც რომ გამოუვალ მდგომარეობაში არიან”

შარმანაშვილი ჟორჟოლიანის განცხადებაზე: “იურიდიულ ენაზე ეს ნიშნავს, პროკურორებო, მოსამართლეებო, არ დაიჯეროთ, რომ ესენი დანაშაულს გულწრფელად აღიარებენ და დაფიქრდით, სანამ საპროცესო შეთანხმებაზე გადაწყვეტილებას მიიღებთ – მამაშვილობის საოცარი ნიმუშები ვნახეთ, დადგა დრო თანამებრძოლების კეთილდღეობაზე ფიქრის ნიმუშების წარმოჩენისა”