შალვა პაპუაშვილი: „თუ რაიმეს უწუნებს კომისარი კოსი ქრისტიანულ ღირებულებებს, გვითხრას, რას უწუნებს. რაც შეეხება ქაღალდზე კანდიდატობას, მას შეუძლია, რამდენჯერაც უნდა, ეს ყალბი, ხატოვანი გამოთქმა გამოიყენოს, მაგრამ პასუხი ერთია – ჯობს, ვიყოთ ქაღალდზე კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე ქაღალდზე სახელმწიფო
„ქალბატონმა კოსმა თქვა, – საქართველო ევროპულ ღირებულებებს უნდა დაუბრუნდესო. ცოტა გაუგებარია. საქართველო დგას ქრისტიანულ ღირებულებებზე. თუ რაიმეს უწუნებს კომისარი კოსი ქრისტიანულ ღირებულებებს, გვითხრას, რას უწუნებს. რაც შეეხება ქაღალდზე კანდიდატობას, მას შეუძლია, რამდენჯერაც უნდა, ეს ყალბი, ხატოვანი გამოთქმა გამოიყენოს, მაგრამ პასუხი ერთია – ჯობს, ვიყოთ ქაღალდზე კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე ქაღალდზე სახელმწიფო“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
„ასე იქნებოდა, ჩვენ რომ დაგვეჯერებინა მარტა კოსისთვის და ბრიუსელის სხვა ბიუროკრატებისთვის. რომ წავსულიყავით ესკალაციაზე, დღეს ვიქნებოდით უკრაინისა და მოლდოვის მდგომარეობაში. მოლდოვაში წლებია, არის ეკონომიკური სტაგნაცია, უკრაინაში უკვე წლებია, არის ომი. ზუსტად ორივე სცენარი ერთბაშად ემუქრებოდა საქართველოს, რომ დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.


