შალვა პაპუაშვილი: „აბსოლუტურად ორგანული იყო ის სურათი, რაც ჩვენ ვიხილეთ – ქალბატონი სალომე თავის სამშობლოში, საქართველოს წინააღმდეგ მტრული ნაბიჯების ერთ-ერთი თანაორგანიზატორი“

10

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის მიერ საქართველოს შესახებ მიღებული რეზოლუცია შეაფასა.

„ქალბატონი სალომე დაბრუნდა თავის სამშობლოში და სწორ ადგილას იყო – იმ ადგილას, სადაც საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ მტრული რეზოლუცია იყო მიღებული. ასე რომ, აბსოლუტურად ორგანული იყო ის სურათი, რაც ჩვენ ვიხილეთ – ქალბატონი სალომე თავის სამშობლოში, საქართველოს წინააღმდეგ მტრული ნაბიჯების ერთ-ერთი თანაორგანიზატორი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის: საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოითხოვს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გაყინვას, „სანამ ქვეყანა პოლიტიკურ კრიტერიუმებს, მათ შორის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას არ დააკმაყოფილებს“.