ზაალ ანჯაფარიძე: “რადიკალურ ოპოზიციას სურს, პატრიარქი აიძულოს, რომ გამოვიდეს ციხეში მყოფი რადიკალების გათავისუფლების ინიციატივით. იმედი აქვთ, ხელისუფლება ხათრს ვერ გაუტეხავს და დაჰყაბულდება. ძალიან უკმაყოფილო დავრჩები, თუ ხელისუფლება ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს”

10

“რადიკალურ ოპოზიციას და მის ექსპერტულ თუ სხვა „ბაბლს“ უნდათ, შიო III პატრიარქად აღსაყდრება საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ, რაც მოსალოდნელი იყო”, – წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

„სურთ, პატრიარქი აიძულონ, რომ გამოვიდეს ციხეში მყოფი რადიკალების გათავისუფლების ინიციატივით, და იმედი აქვთ, რომ ხელისუფლება ხათრს ვერ გაუტეხავს და დაჰყაბულდება.
თუ რატომ სჭირდებათ მათი ციხიდან გამოშვება, ვფიქრობ, ყველასათვის გასაგებია და დამატებით ახსნას არ საჭიროებს.

პირდაპირ ვიტყვი: ძალიან უკმაყოფილო დავრჩები, თუ ხელისუფლება ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს. არაერთხელ დამიწერია და მითქვამს, რომ აქედან მიღებული მოჩვენებითი სარგებელი ვერ გადასწონის შესაძლო რეალურ ზიანს“, – წერს ანჯაფარიძე.