თორნიკე ფაღავა: „დარწმუნებული ვარ, რომ ახალი პატრიარქი შიო III იქნება ღირსეული გამგრძელებელი იმ დიდი და ისტორიული გზისა, რომელსაც უწმინდესი და უნეტარესი ილია II თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში უძღვებოდა“

13

„დარწმუნებული ვარ, რომ ახალი პატრიარქი შიო III იქნება ღირსეული გამგრძელებელი იმ დიდი და ისტორიული გზისა, რომელსაც უწმინდესი და უნეტარესი ილია II თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში უძღვებოდა და რომელიც სულიერად აერთიანებდა ჩვენს ერს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა თორნიკე ფაღავამ განაცხადა.

„ვულოცავ სრულიად საქართველოს, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, მის სასულიერო პირებსა და მთელ მრევლს ამ მნიშვნელოვან მოვლენას. დარწმუნებული ვარ, რომ ახალი პატრიარქი შიო III იქნება ღირსეული გამგრძელებელი იმ დიდი და ისტორიული გზისა, რომელსაც უწმინდესი და უნეტარესი ილია II თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში უძღვებოდა და რომელიც სულიერად აერთიანებდა ჩვენს ერს.

დღეს მართლაც განსაკუთრებული, ამაღელვებელი და ისტორიული დღე იყო. ეს მოვლენა არა მხოლოდ ეკლესიისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ეტაპია. ამავდროულად, დღე იყო ძალიან ემოციური, რადგან იგი ერთ ეპოქას ასრულებს და ახალ საწყისს აჩენს, რომელსაც დიდი იმედებითა და პასუხისმგებლობით ვუყურებთ“, – განაცხადა თორნიკე ფაღავამ.