შალვა პაპუაშვილი: “გუშინ ჩვენი საზოგადოებისთვის უდიდესი დღე იყო – სვეტიცხოვლის ტაძარში აღსაყდრდა კათოლიკოს-პატრიარქი შიო III. მინდა ყველას გისურვოთ, რომ კიდევ მრავალი წელი ჩვენი ეკლესიის საჭეთმპყრობლად მოგვეხსენიებინოს შიო III”

7

“გუშინ უდიდესი დღე იყო ჩვენი საზოგადოებისთვის – სვეტიცხოვლის ტაძარში, ანდრია პირველწოდებულის მიერ დაარსებულ ქართული ეკლესიის წმინდა კათედრაზე, აღსაყდრდა კათოლიკოს-პატრიარქი შიო III. მინდა მივულოცო მის უწმინდესობასა და უნეტარესობას აღსაყდრება და ვუსურვო, რომ ეს მძიმე ჯვარი, რომელიც მან გადმოიბარა ჩვენი წმინდა პატრიარქის, ილია II-სგან, ატაროს ისე, რომ სრულად აღსრულებულიყოს ის მთავარი ღირებულებები, რომლებიც ჩვენს რწმენაშია ჩადებული”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე.

„ჩვენ ვიყავით ისეთი მომენტის მომსწრე, რომელიც იშვიათად ხდება ადამიანის ცხოვრებაში და, რა თქმა უნდა, ყველა განსაკუთრებული სიხარულით ვიყავით და ვრჩებით აღვსილი.

მინდა ყველას გისურვოთ, რომ კიდევ მრავალი წელი ჩვენი ეკლესიის საჭეთმპყრობლად მოგვეხსენიებინოს შიო III, მისი უწმინდესობა და უნეტარესობა. მინდა, თქვენი სახელით მივულოცო მას და სრულიად საქართველოს ეს განსაკუთრებული, უდიდესი დღე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.