„დასავლეთ ევროპის ზოგიერთ ეპარქიასა და ეკლესიაში – ხაზგასმით ვამბობ, ზოგიერთ შემთხვევაში და ზოგიერთი მღვდელმსახურის მხრიდან – მოქმედი ხელისუფლების მხარდამჭერ მრევლს ექმნებოდა პრობლემები ზიარებასთან დაკავშირებით“ – დავით ქართველიშვილი

12

„დასავლეთ ევროპის ზოგიერთ ეპარქიასა და ეკლესიაში – ხაზგასმით ვამბობ, ზოგიერთ შემთხვევაში და ზოგიერთი მღვდელმსახურის მხრიდან – მოქმედი ხელისუფლების მხარდამჭერ მრევლს ექმნებოდა პრობლემები ზიარებასთან დაკავშირებით“, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა დავით ქართველიშვილმა ეკლესიაში რეფორმების აუცილებლობაზე საუბრისას განაცხადა.

„მივმართავ ჩვენს ემიგრანტებს – საქართველოდან წასულ ქართველებს, ჩვენს მრევლს და მორწმუნე ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში მწერდნენ იმ საკითხებზე, რომლებშიც ჩემი მხრიდან ჩარევა ვერ ხერხდებოდა და ვერც რაიმეს გამოსწორება შემეძლო.

ისინი საუბრობდნენ იმაზე, რომ დასავლეთ ევროპის ზოგიერთ ეპარქიასა და ეკლესიაში, ხაზგასმით ვამბობ – ზოგიერთ ეკლესიაში და ზოგიერთი მღვდელმსახურის მხრიდან – მათ ჰქონდათ პრობლემები ზიარებასთან დაკავშირებით, როგორც მოქმედი ხელისუფლების მომხრეებს. ამბობენ, რომ ზოგჯერ არ აზიარებდნენ და სხვა ქვეყნების – სერბეთის, საბერძნეთისა და რუსეთის ეკლესიებისკენ მიუთითებდნენ, რომ იქ მისულიყვნენ.

მინდა მათ მივმართო და ვთხოვო, რომ ყველა ასეთი გასაჭირი და საჭირბოროტო საკითხი გადაამისამართონ საპატრიარქოში, სადაც არის ენერგიული, პრინციპული, ქართველების ინტერესების დამცველი პატრიარქი. „ენერგიულს“ ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ წლების განმავლობაში ძალიან ბევრი ბოროტად სარგებლობდა ფიზიკურად დაუძლურებული ჩვენი აწ გარდაცვლილი პატრიარქის, ილია მეორის, მდგომარეობით. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი გამოსწორდება“, – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.