საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განმარტა, რატომ იყო მნიშვნელოვანი სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტების და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის მუშაობა.
„როდესაც საუბარი იყო ფასებთან დაკავშირებით და თვეების განმავლობაში მიდიოდა ფასებთან დაკავშირებული მსჯელობა, ყოველთვის იყო ცარიელი სიტყვები არგუმენტების გარეშე, საერთო მსჯელობა შემოიფარგლებოდა იმაზე, თუ რა ფასი იყო დახლზე რაღაც პროდუქტზე. ამ კომისიამ შეძლო, რომ საჯარო განხილვით, ყველას მონაწილეობით და ყველას თანდასწრებით დღეს ყველამ დაზუსტებით ვიცით, რა არის ის ჯაჭვი, რომელსაც ფასწარმოქმნის ჯაჭვი ჰქვია.
ვნახეთ, ფასწარმოქმნაში რა ფაქტორებს აქვს გავლენა, რატომ არის რაღაცის ფასი X ფასი და ანალიზის შედეგად ვიცით, რა ფაქტორები მოქმედებს ფასზე.
ნახეთ, რომ ყველა დიდმა ქსელმა გამოყო კონკრეტული პროდუქტების სია, რომელიც იქნება მუდმივად დაბა ფასებში და არა სააქციო სახის“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის: სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტების და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა კომისიამ 104-გვერდიანი დასკვნა დაამტკიცა.


