შალვა პაპუაშვილი – სოფო ხორგუანს: “რაც იკადრეთ ირაკლი ქადაგიშვილზე, მანამდე – თენგიზ შარმანაშვილზე და ამჩატებული პიარ-თანამშრომლის ქცევა გვეგონა, თურმე, თქვენი იდეოლოგია ყოფილა. აქ ვინ არ მჯდარა, გაწევ-გამოწევა, ყველაფერი იყო, მაგრამ ეს არავის უკადრია”

10

„რადგან თქვენ ეს იკადრეთ ტრიბუნიდან, ამიტომ გეტყვით: ყველაფერი თვალში გვხვდება. არ ვიცი, ვინ გყავთ ისე ამჩატებული თქვენს პარტიულ პიარში, რომელიც ბედავს იმ ბანერების გაკეთებას, რასაც თქვენ კადრულობთ თქვენი კოლეგების წინააღმდეგ. რადგან თქვენ ეს იკადრეთ ტრიბუნიდან, გეტყვით, თუ რა სამარცხვინოა თქვენი ეს ქცევა”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, სოფო ხორგუანის შემდეგი განცხადების საპასუხოდ: „როცა ქადაგიშვილი მის თანაგუნდელებს ლანძღავს, ლოცავს მისი რეპუტაცია – იმ ადამიანის რეპუტაცია, რომელიც მონაწილეობდა ეროვნული, არჩეული პრეზიდენტის დამხობაში და ძმათა მკვლელი ომის მოწყობაში“.

“ახლა რაც იკადრეთ ირაკლი ქადაგიშვილზე, ასევე, რაც გუშინ ვნახეთ და თქვენი ამჩატებული პიარ- თანამშრომლის ქცევა გვეგონა, თურმე, თქვენი იდეოლოგია ყოფილა. ეს არის სამარცხვინო. მგონი, ხედავთ, რომ რაღაცები არ უნდა იკადროთ. როდესაც დარბაზში სხედხართ თქვენს კოლეგებთან ერთად, არ უნდა წახვიდეთ და თქვენს პიარს არ უნდა აკეთებინოთ ის, რომ ასეთი უღირსი საქციელი იკადროთ. მეგონა, რომ სადღაც პარტიაში ვიღაც პიარი ჰყავთ ცოტა ამჩატებული, მაგრამ ამ ტრიბუნიდან ეს რომ იკადრეთ ირაკლი ქადაგიშვილის წინააღმდეგ, არ ვიცი, რა ღირებულებზე, რა ეროვნულ თანხმობებზე უნდა ვისაუბროთ.

ხედავთ, რომ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ გაგიჩუმდით ამ თქვენს ქცევაზე, არაფერი ვთქვით…

მანამდე თენგიზ შარმანაშვილზე რასაც კადრულობდით… როცა საუბარია – ქართველობას გვართმევენო, ეს არის ქართველობის დაკარგვა. როცა ამას კადრულობთ ადამიანების მიმართ, რომლებსაც დამსახურება აქვთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობაში, თუ ეს არის თქვენი ხაზი, დაე, ასე იყოს. ასე გინდათ? – ასე იყოს თქვენი ხაზი მაშინ.

ბერლინში რომ გიზით თქვენი ხელმძღვანელი, სად არის დამალული? რატომ არ ჩანს? სად არის გახარია, რომ აკურცხლა აქედან? გიორგი არის თქვენი იდეალი და ირაკლი ქადაგიშვილი – საკრიტიკებელი? ეს მეტყველებს, ღირებულებითად სად დგახართ.

თუ გინდათ, ეს ხაზი გააგრძელოთ, კი ბატონო, მიიღებთ შესაბამის პასუხს. აქ ვინ არ მჯდარა წინა მოწვევაში, გაწევ-გამოწევა იყო, ყველაფერი იყო, მაგრამ არავის უკადრია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.