დავით ჩიხელიძე: “ვიკა ფილფანი 2019 წელს გახარიას წინააღმდეგ “ნაცმოძრაობის” აქციაზე იდგა და ახლანდელი “ბოსის” ქმედებებს აპროტესტებდა. დღეს, გაქცეულ “ბოსს” კბილებით ისე იცავს, თითქოს გუშინ მე ვაგინებდი. ამ ხალხისგან ტალახის სროლა არ უნდა გაგიკვრიდეთ”

9

“მარტივად რომ აგიხსნათ, რა მორალის ხალხია გაერთიანებული გაქცეული გახარიას პარტიაში:

ფოტოზე აღბეჭდილია ვიკა ფილფანი – 2019 წელს ის გახარიას წინააღმდეგ “ნაცმოძრაობის” აქციაზე იდგა და ახლანდელი “ბოსის” ქმედებებს აპროტესტებდა”, – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

„დღეს გახარიას პარტიის წევრია და გაქცეულ “ბოსს” კბილებით ისე იცავს, თითქოს გუშინ მე ვაგინებდი… აი, ამ ხალხისგან ტალახის სროლა ნამდვილად არ უნდა გაგიკვრიდეთ”, – წერს ჩიხელიძე.