ექსპერტი ნინო ფოჩხუა დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„კი ვიცი, რომ საინტერესო არაა მისი მოსაზრება და დაშიფრული ფულის მონაა, მაგრამ მაინც დავწერ – ისტორიას შემორჩეს… ხვალ რომ 1000 დოლარს გადაუხდიან “ნაცები”, ჯო უილსონი გამოვარდება და საქართველოს მთავრობას კომუნისტური ჩინეთის გავლენის ქვეშ მყოფ ძალად მოიხსენიებს და თან, ამას ისეთი სიმამაცით დაწერს, თითქოს ნანახი და გაგონილი არ ჰქონდეს მისი ქვეყნის პრეზიდენტის შეხვედრა და დითირამბები სი ძინპინთან. ასეა, ასე – ფული ჯო უილსონსაც ანათებს“, – წერს ფოჩხუა.


