შალვა ოგბაიძე: „ეს ქალბატონი ბედავს და ამბობს, რომ თურმე ქართველი ერის არჩევანი შეცდომა ყოფილა. რა საქმე აქვს რასა იუკნევიჩიენეს იმასთან, მე რა არჩევანს გავაკეთებ ან რა ღირებულებები მექნება? იუკნევიჩიანემ თავის „კარაბლს“ მიხედოს, შეხედოს საკუთარ ქვეყანაში რა ხდება“

12

„ეს ქალბატონი ბედავს და ამბობს, რომ თურმე ქართველი ერის არჩევანი შეცდომა ყოფილა. რა საქმე აქვს რასა იუკნევიჩიენეს იმასთან, მე რა არჩევანს გავაკეთებ ან რა ღირებულებები მექნება?“ – ამის შესახებ საკრებულოს წევრმა, შალვა ოგბაიძემ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ განაცხადა.

„იუკნევიჩიანემ თავის „კარაბლს“ მიხედოს, მიხედოს თავის ევროპას, შეხედოს საკუთარ ქვეყანაში რა ხდება და თავის საბჭოთა წარსულსაც გადახედოს.

სხვა თუ არაფერი, ეს ადამიანები უზარმაზარ თანხებს იღებენ იმისთვის, რომ საერთაშორისო არენაზე საქართველო უარყოფითად წარმოაჩინონ. მაგრამ გულწრფელად გეუბნებით – არც ისეთი იოლი გასატეხია ქართველი კაცი, რომ რასა იუკნევიჩიენემ შეგვაშინოს“, – განაცხადა შალვა ოგბაიძემ.