„როგორც საბჭოთა კავშირის დანგრევა დაიწყო ჩვენი ქვეყნიდან, ასევე, ამ ევრობიუროკრატიული მანქანის ჩამოშლა დაიწყება სწორედ საქართველოზე „ცხვირის წამტვრევით“. ეს პროცესი, ჩემი აზრით, უკვე დაწყებულია“, – ამის შესახებ საკრებულოს წევრმა, შავა ოგბაიძემ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ განაცხადა.
„ძალიან ძნელია სიმართლის შეკავება. შეიძლება მცირე ხნით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში და გარკვეულ სახელმწიფოში „მარწუხების მოჭერა“, მაგრამ სიმართლეს ერთი თვისება აქვს — ის არსად იმალება. მე არ მეგულება არცერთი ჩემი თანამოქალაქე, რომელიც არ ფიქრობდეს, რომ მას ჩაგრავენ და ცდილობენ საქართველოს დაჩაგვრას მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ამ „ევროუიკნევიჩიენებს“, ურსულა ფონ დერ ლაიენებს და მათ მსგავსებს ჰყავდეთ მათთვის მოსაწონი ხელისუფლება აქ.
ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ კონსერვატიული ძალები — ადამიანები და ერები, რომლებსაც აქვთ ისტორია და საკუთარი ღირებულებები (ბოლოს და ბოლოს, ქართველ კაცს ვინ ასწავლის სხვა ადამიანების წეს-ჩვეულებების პატივისცემას) — ნელ-ნელა იღვიძებენ და ეს პროცესი ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება, როგორც ცუდი სიზმარი.
მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ როგორც საბჭოთა კავშირის დანგრევა დაიწყო ჩვენი ქვეყნიდან, ასევე, ამ ევრობიუროკრატიული მანქანის ჩამოშლა დაიწყება სწორედ საქართველოზე „ცხვირის წამტვრევით“. ეს პროცესი, ჩემი აზრით, უკვე დაწყებულია“, – განაცხადა შალვა ოგბაიძემ.


