შალვა ოგბაიძე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე: „ჩვენ გვაქვს ჩვენი მიმართულება და არ უნდა გადავუხვიოთ ამ გზიდან – წინ, ქართული ღირებულებებითა და ისტორიულ წარსულზე დაფუძნებული იდენტობით, ევროპული იდენტობისკენ“

8

„საერთოდ, პროგნოზი უმადური საქმეა და მე არ ვიცი, 2030 წელს რა კონფიგურაციით იქნება წარმოდგენილი ევროკავშირი. უბრალოდ, ერთ რამეში ვარ დარწმუნებული – ჩვენ გვაქვს ჩვენი მიმართულება და საკუთარი პოლიტიკა, და არ უნდა გადავუხვიოთ იმ გზიდან, რომელსაც ჰქვია ურთიერთკონსოლიდაცია და სოლიდარობის გამოხატვა“, – ამის შესახებ საკრებულოს წევრმა, შალვა ოგბაიძემ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე საუბრისას განაცხადა.

„მე მახსენდება ჩვენი უწმინდესის გარდაცვალების დღეები, ის გლოვის პერიოდი, რომელმაც მთელი ერი გააერთიანა. ასევე ხშირად ვფიქრობ, როგორ ერთიანდება ჩვენი ერი 9 აპრილიდან მოყოლებული, ან თუნდაც გუშინწინ ჩვენი ახალი პატრიარქის არჩევისას – როგორ მიიღო ეს საზოგადოებამ, ხალხმა და სასულიერო პირებმა. სწორედ ამ ერთიანობაზე მაქვს საუბარი, ამ გზაზე ვამახვილებ ყურადღებას.

ამიტომ ვამბობ, რომ საქართველო მიდის სწორი გზით. რა თქმა უნდა, ბევრი რამ გვაქვს შესაცვლელი, მაგრამ სტრატეგიული მიმართულება სწორია – „წინ, ქართული ღირებულებებითა და ისტორიულ წარსულზე დაფუძნებული იდენტობით, ევროპული იდენტობისკენ“.

სვლა ჩვეულებრივი მოვლენაა ქართველი კაცისთვის და ეს აუცილებლად მოიტანს შედეგს“, – განაცხადა შალვა ოგბაიძემ.