ნინო წილოსანი: “სიმართლე აუცილებლად იპოვის თავის გზას. ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია”

7

“სიმართლე აუცილებლად იპოვის თავის გზას”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა.

„ინფორმაცია, რომელიც საჭიროა, რომ საზოგადოებამ გაიგოს, აუცილებლად მიეწოდება მათ, თუმცა ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციასა თუ ბიუროკრატების ნაწილში არის, ნამდვილად შემაშფოთებელია“, – აღნიშნა წილოსანმა.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „იმედის“ მსგავსად, ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით „რუსთავი 2-სა” და “POSTV-საც” აეკრძალათ. განცხადება ევროპარლამენტარმა კშიშტოფ ბრეიზამ გაავრცელა.