ოპოზიციის აქტივისტი თეონა ფანქველაშვილი “ოპოზიციის ალიანსის” შესახებ: „კარდაკარი ქაღალდის დატოვება კი არა, ადამიანთან მისვლა და პასუხების გაცემაა. როგორც ჩანს, სათქმელი აღარაფერი აქვთ“

7

ოპოზიციის აქტივისტი თეონა ფანქველაშვილი “ოპოზიციური ალიანსის“ კარდაკარ კამპანიას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“ფლაერების დარიგება 2 საათით ყოფილა „კარდაკარი“… მდააჰჰჰ.
მე სხვანაირად ვიცოდი ეს.
რაიონებშიც არ ჩამოდიან, ან რა უნდა უთხრან ხალხს, რომ ჩამოვიდნენ?
კარდაკარი ქაღალდის დატოვება კი არა, ადამიანთან მისვლაა, თვალებში ყურებაა და პასუხების გაცემაა.
და, როგორც ჩანს, სათქმელი აღარაფერი აქვთ.

პ.ს. აა, გამახსენდა — ჩამოვლენ, თუ მე დავახვედრებ ხალხს…და ბოლოს ფლაერებსაც დავარიგებინებ“, – წერს ფანქველაშვილი.