პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტის მიერ „იმედის“, „რუსთავი 2-ისა” და „POSTV-ისთვის” ევროპარლამენტში საქმიანობის ერთი წლით აკრძალვასთან დაკავშირებით პოლონელი ევროპარლამენტარის, კშიშტოფ ბრეიზას განცხადებას ეხმაურება.
„რა დავაშავეთ ქართველებმა ასეთი, რომ ევროპარლამენტში ერთი ისეთი მტერი არ გამოგვიჩნდა, “ნაცი” რომ არ იყოს“, – წერს პაპუაშვილი.
ცნობისთვის: ტელეკომპანია „იმედის“ მსგავსად, ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით „რუსთავი 2-სა” და “POSTV-საც” აეკრძალათ. განცხადება ევროპარლამენტარმა კშიშტოფ ბრეიზამ გაავრცელა.


