„26 მაისს ოპოზიციის ინიციატივები სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული. მათ იმის რესურსიც კი არ აქვთ, რაც 4 ოქტომბერს ჰქონდათ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
„შესაბამისად, მათი ნებისმიერი მცდელობა სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული და ამას დაინახავს საზოგადოება. 26 მაისი უნდა იყოს ეროვნული კონსოლიდაციის დღე“, – განაცხადა პრემიერმა.


