პრემიერი: “ნიკა გვარამია თავს იმშვიდებს. სინამდვილეში, მათ აწუხებთ მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც ნიშნავს საშუალო ხელფასის მატებას, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მეტ შემოსავლებს ბიუჯეტში და, შესაბამისად, მეტ სოციალურ უზრუნველყოფას”

3

“ნიკა გვარამია თავს იმშვიდებს. სინამდვილეში, მათ აწუხებთ მაღალი ეკონომიკური ზრდა, გამომდინარე იქიდან, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა ნიშნავს საშუალო ხელფასის მატებას, ზოგადად, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მეტ შემოსავლებს ბიუჯეტში და, შესაბამისად, მეტ სოციალურ უზრუნველყოფას, უკეთეს ჯანდაცვას, მეტ ინფრასტრუქტურულ პროექტს და ა.შ.”, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

„ეს, სინამდვილეში, მათ აწუხებთ და თავს იმშვიდებენ რაღაცნაირად იმით, რომ აქცენტი გადაიტანონ საზოგადოების განსხვავებულ, თითქოსდა, დამოკიდებულებაზე. როდესაც ქვეყანაში იზრდება ეკონომიკა, ასეთ დროს იზრდება თვითშეგნებაც, უმჯობესდება მოსახლეობის განწყობა, დამოკიდებულება ზოგადად ინსტიტუტების მიმართ. ეს აწუხებს ნიკა გვარამიას და ეს არის აბსოლუტურად ხელოვნური მცდელობა, თავი დაიმშვიდოს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.