ირაკლი კობახიძე: “2028 წლის არჩევნები ჩატარდება დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ამის პირობას ვაძლევთ ყველას. დღევანდელი კანონმდებლობა არის აბსოლუტურ შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან”

5

“2028 წლის არჩევნები ჩატარდება დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ამის პირობას ვაძლევთ ყველას”, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

„დღევანდელი კანონმდებლობა არის აბსოლუტურ შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან და, შესაბამისად, 2028 წლის 28 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ჩავატარებთ დღეს მოქმედი კანონმდებლობით“, – განაცხადა პრემიერმა.